„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება.” – თქვა გიორგი სიორიძემ.

