ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სასამართლომ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 მოსამართლემ გიგაურს ბრალი სს კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაუკვალიფიცირა, რომელიც დამნაშავის მიერ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გულისხმობს.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

თავდაპირველად მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....