10 აგვისტოს, გვიან ღამით, ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა საინფორმაციო ტელეარხ „ალ ჯაზირას“ სულ მცირე, ოთხი ჟურნალისტი, – ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოკლეს „ალ ჯაზირას“ კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი – ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ინტენსიურად აშუქებდა ომს ღაზას შიგნიდან – მას შემდეგ, რაც მას ჰამასის ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს ბრალი, რასაც „ალ შარიფი“ უარყოფდა.
ტელეარხის ცნობით, დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპნენ მოჰამედ კრიკეჰი, „ალ ჯაზირას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ღაზაში, და ფოტოჟურნალისტები იბრაჰიმ ალ თაჰერი და მოჰამედ ნოფალი.
მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ალ-შარიფმა სოციალურ მედიაში განაცხადა:
„თუ ეს სიგიჟე არ დასრულდება, ღაზა ნანგრევებად იქცევა, ხალხის ხმა გაჩუმდება, მათი სახეები წაიშლება – და ისტორია თქვენ დაგიმახსოვრებთ, როგორც ჩუმ მოწმეებს იმ გენოციდის, რომლის შეჩერებაც არ გადაწყვიტეთ“.

