კვირას, დაახლოებით 11:30 საათზე, ოდესასთან ახლოს მდებარე სანაპიროზე ორი აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.
პოლიციის ცნობით, დაიღუპა – ერთი ქალი და ორი მამაკაცი, მსხვერპლთა ვინაობა დგინდება.

