ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს – უკრაინის გენშტაბი

თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს.

“ოპერაციაში მონაწილეობდნენ 33-ე ცალკეული შემტევი პოლკის და 24-ე ცალკეული შემტევი ბატალიონის ქვედანაყოფები. საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 18 რუსი დამპყრობლის ლიკვიდაცია განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს მტრის განადგურებას და სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ჩვენს სახელმწიფოში“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

იტვირთბა....