ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა გამოიყენოს” – უკრაინის საგარეო უწყების პასუხი რობერტ ფიცოს

“სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა გამოიყენოს” – უკრაინის საგარეო უწყების პასუხი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას.

“გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ფიცომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტის კონტექსტში “სპილოებს“ შორის დავაში უკრაინა “ბალახს“ შეადარა.

იტვირთბა....