ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება” – რობერტ ფიცო

“როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება” – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა არის ბალახი სპილოებს შორის დავაში.

“გახსოვთ, ძველი აფრიკული სიბრძნე, რომელსაც ხშირად ვიმეორებ? არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ სპილოები, ბალახია ის, ვინც იტანჯება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება საუბარი 15 აგვისტოს, ბალახია ის, ვინც იტანჯება, ამ შემთხვევაში – უკრაინა“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმება.

„შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში ისინი ერთმანეთს გაასწრებენ „ბიზნესის შესაძლებლობების“ საძიებლად“ – აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

იტვირთბა....