“უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს”, – ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
წყაროების ცნობით, კიევისა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის “ტერიტორიების გაცვლას” მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე – თუ უკრაინა ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.
ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში, უკრაინამ უნდა მიიღოს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის ნატოში გაწევრიანება.
წყაროების თქმით, გეგმის მიზანია, რომ ევროპამ და უკრაინამ საერთო წითელი ხაზი გაავლონ, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციალურ მოლაპარაკებებს უნდა ეხებოდეს.

