ახალი ამბები მთავარი

“არავინ აპირებს უკან დახევას” – რას პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს

„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე არის უკრაინის კონსტიტუციაში. არავინ აპირებს და ვერ შეძლებს ამისგან უკან დახევას. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ უჩუქებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასე უპასუხა დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით „ტერიტორიების გაცვლის“ შესაძლებლობა.

„უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლია მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული, ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის გარეშეა, ამავე დროს არის მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები. ისინი არაფერს მოიტანს. ეს არის მკვდარი გადაწყვეტილებები, ისინი არასდროს იმუშავებს“, წერს ზელენსკი თავის მიმართვაში და დასძენს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ტრამპთან და სხვა პარტნიორებთან „ნამდვილი მშვიდობისთვის“, – ნათქვამია ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში.

იტვირთბა....