“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “კოალიცია ცვლილებებისთის” საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ პარტიებს არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, რის გამოც მათი საარჩევნო ნომრები “წილისყრაში იქნება გათამაშებული.
კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 17-მა პარტიამ შეიტანა. აქედან 5 სუბიექტს, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდნენ, მიენიჭათ ის ნომრები, რომლებსაც ამ არჩევნებში იყენებდნენ

