ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იყო დაკვეთილი ღალატი – სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით, „დიფ-სთეითის“ დაკვეთით დაიწყო”- კობახიძე

“ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი – სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით, „დიფ-სთეითის“ დაკვეთით დაიწყო”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს.

„ამოიღეთ კადრები 2009 – 2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია – ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? – სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

იტვირთბა....