ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი შესაფერისი, საკმაოდ შესაფერისი ადგილი“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ხოლო ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის. “არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ” – აცხადებს პუტინი.

