სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), მკაცრად გმობენ მზია ამაღლობელის 2 წლით დაპატიმრებას.
“ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოვუწოდებთ სრულად პატივი სცეს საქართველოს [ევროპის საბჭოს] წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“ – განაცხადეს მომხსენებლებმა.

