“ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში” – განუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ერთი რეალობა გვაქვს, რომ მუდმივად ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი ე.წ. სასამართლოში. მე ვეუბნები ივანიშვილს, თავად დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

