“17 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო – ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო” – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველო – რუსეთის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციითა და ნატო-ს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა“ – წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი, სოციალურ ქსელში.

