“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა”- ასე ეხმიანება რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი მზია ამაღლობელის განაჩენს.
“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს მიყიდოს. MEGOBARI საჭიროა!!” – წერს უილსონი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

