ახალი ამბები მთავარი

“დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო” – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე

შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო.” – ნინო ქურდოვანიძე განცახდებას ავრცელებს.

დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ხრიკი, ვითომ ნაკლები სანქციით გადაიფაროს მზიას მიმართ ამ დრომდე ჩადენილი უსამართლობა.
მზიას სიმტკიცე აუცილებლად იპოვის სამართალს.
გიორგი ახობაძეს ვულოცავ თავისუფლებას! ვინ აგებს პასუხს იმ დღეებისათვის, რომელიც მან უსამართლოდ გაატარა ციხეში?!“ – სოციალურ ქსელებში განცხადებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აქვეყნებს.
იტვირთბა....