ახალი ამბები მთავარი

გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ რომ,  გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იტვირთბა....