“ივანიშვილი ხვდება, რომ ყულფი მის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “შათირიშვილის წერილი არის ბოდვა”.
მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ეს რაღაც ყულფი მის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება. მათ შორის, ვიწროვდება იმიტომ, რომ თუ მას ჰქონდა რაიმე მოლოდინები, მე არ ვიცი ამ მოლოდინს ვინ უქმნიდა, შეიძლება ორბანი რაღაცა დაპირებებს აძლევდა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის რაღაცა შეიძლებოდა სხვანაირად წარმართულიყო მისი9 ურთიერთობები, ჩვენს მნიშვნელოვან, სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ის ხვდება, რომ სასიკეთო მისთვის არაფერი არ ხდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ შათირიშვილის წერილი არის ბოდვა. გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

