გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ზია ამაღლობელი სასამართლოზე საბოლოო სიტყვას დღეს წარმოთქვამს, რის შემდეგაც, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.
სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.

