“დღეს თუ მზიას განაჩენი არ გამოაცხადეს ნიშნავს, რომ ევროკავშირისგან მაგრად მოხვდათ ცხვირში” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინდისის პატიმრების მიმართ “უკან დახევის ტენდენცია მას შემდეგ ჩანს, რაც ევროკავშირმა “ოცნებას” კონკრეტული თარიღი დაუკიდა”.
მჯერა რომ მალე გამოვლენ. რაღაც კარგი ტენდენციებიც არის. ამ ტენდენციის გაგრძელება იქნება, თუ დღეს არ გამოაცხადეს მზიას განაჩენი.
დღეს თუ მზიას განაჩენი არ გამოაცხადეს ნიშნავს, რომ ევროკავშირისგან მაგრად მოხვდათ ამათ ცხვირში იმიტომ, რომ ყველა საქმეზე რაღაც ბუქსაობა დაიწყეს და რაღაც უკან დახევები დაიწყეს.
ამ ტენდენციას ვხედავ და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაუკიდა ამათ თარიღი და უთხრა, რომ მოგხვდებათ მამაძაღლურ ცხვირში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

