ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს

Reuters-ის ინფორმაციით პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს. მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რობერტ აბელამ, მალტის პრემიერ-მინისტრმა მიიღო,  თუმცა ოფიციალურ განცხადებას ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს.

ჩვენი პოზიცია განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევისადმი“ – განაცხადა მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ.

შეგახსენებთ,  პალესტინის სახელმწიფოს კანადაც აღიარებს. იქამდე კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.

იტვირთბა....