ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ჯინტაუტას პალუცკასმა ასევე დატოვა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობება.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გადადგომას წინ უძღვოდა მისი კომპანიის საქმიანობასა და კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით კითხვისნიშნები, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი.
24 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ პალუცკასს ორი კვირა მისცა კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვებისთვის პასუხის გასაცემად.
როგორც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გადადგომის მიზეზი თავის ახლობლებზე შეტევები იყო.
ჯინტაუტას პალუცკასი პრემიერის პოსტს 2024 წლიდან იკავებდა.

