“ქართულმა ოცნებამ” თბილისი მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.
აღნიშნულ თემაზე „მეტრონომი” “ლელო – ძლიერ საქართველოს” წევრს, ლანა გალდავას დაუკავშირდა.
როგორც ლანა გალდავამ განაცხადა, “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” თანამშრომლობით, აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციურმა ველმა გაიმარჯვოს.
მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ, რომ თბილისი “ქართულ ოცნებას” დაუთმონ.
“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს სიახლე, არც მერობის კანდიდატთან დაკავშირებთთ და არც საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი ხდება შეუსრულებელი დაპირებებით, როდესაც თბილისში არ არის დასრულებული დაანონსებული პროექტები, არ მუშაობს გამართულად სოციალური სამსახურები, როდესაც ქალაქს აქვს უამრავი პრობლემა და ამ დროს მმართველ გუნდს ჰყავს იგივე კანდიდატი და არაფერს არ ცვლის, ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ძალიან დიდი კრიზისი და ეს კრიზისი მაჩვენებელია იმას, რომ ქალაქს სჭირდება ახალი ხელი და ეს აუცილებლად ასე მოხდება ჩვენი ჩართულობით.
თქვენ იცით, რომ “ლელოს” და “გახარია-საქართველოსთვის” აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა და ვმსჯელობთ შეთანხმებულ კანდიდატებზე. მიმდიანრეობს სამუშაო პროცესები, იზომებიან კანდიდატები. მერობის კანდიდატად რამდენიმე ადამიანი გვყავს დასახელებული, კეთდება კვლევები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება პროფესიული გამოცდილება, წარსული ცხოვრება, რა გაუკეთებიათ თბილისისთვის და მათი ცნობადობა.
თბილისის მოგების შანსი არის ძალიან დიდი და ამას მოსახლეობის განწყობასთან ერთად ადასტურებს ჩატარებული კვლევები. გაერთიანებული ძალების შემთხვევაში, არის აბსოლუტურად მოსალოდნელია გამარჯვება. არ ვაპირებთ თბილისი დავუთმოთ “ქართულ ოცნებას”. – განაცხადა ლანა გალდავამ.

