ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატიმარ ანასტასია ზინოვკინას დედა საქართველოში არ შემოუშვეს”- ადვოკატი შოთა თუთბერიძე

საქართველოში არ შემოუშვეს პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა ჩანიშნული.

როგორც თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ქალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მას საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემდნენ.

ანასტასიამ დიდი ხნის წინ დაწერა განცხადება და როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ დაენიშნა პაემანი საკუთარ დედასთან და დღეს, როდესაც ქალბატონო ჩამოფრინდა რუსეთის ფედერაციიდან, იგი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს აეროპორტიდან. იგი არის მოთავსებული გარკვეულ საჯარიმო ბაზაში. ჩვენთვის უცნობია, რისთვის არის დაჯარიმებული. არც ჯარიმა ჩაბარებია. დღესვე მოითხოვა მან, რომ ჩამაბარეთ ჯარიმა და შეიძლება, გადავიხადო კიდეცო, თუმცა მას არც ჯარიმა ჩააბარეს და რაც მთავარია, უთხრეს, რომ ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგიშვებთ და სავარაუდოდ, აბრუნებენ უკან.” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქე ანასტასია ზინოვკინა  2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება.

 

იტვირთბა....