“ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც “დიფ სთეითის” წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლდ ხდება თავდასხმის მსხვერპლი. იგი იუწყება, რომ რუსეთუმეს იარლიყს მათ უსაფუძვლოდ ანიჭებენ.
“ადამიანები და ზოგადად, პოლიტიკური ძალა, რომელიც “დიფ სთეითის” წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი და მისთვის “დიფ სთეითის” დავალებით, რუსეთის და რუსეთუმის იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე.
იგივე იყო “ქართული ოცნების” შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ ერთ რუსულ გადაწყვეტილებას, არამხოლოდ რუსულ, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით, მიმდინარე პერიოდში, ვერავინ ვერ გაიხსენებს.
სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიღებული იქნა, მათ შორის, მიმდინარე სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში” – აცხადებს დეპუტატი არჩილ გორდულაძე.

