ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“გასაგები პოზიცია და გამოხატული თავდადება პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან” – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა  და მის გადაწყვწტილებას, რუსეთისთვის 50-დღიანი ვადა შეემცირებინა, თავდადება უწოდა.

ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს სიცოცხლის გადარჩენასა და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე კონცენტრირებისთვის.

გასაგები პოზიცია და გამოხატული თავდადება პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან — ზუსტად დროულად, როცა ძალისხმევით შესაძლებელია ბევრი რამ შეიცვალოს ჭეშმარიტი მშვიდობის მისაღწევად. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლის გადარჩენასა და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე კონცენტრირებისთვის.

უკრაინა რჩება მშვიდობის ერთგული და შეუპოვრად იმუშავებს აშშ-სთან ერთად, რათა ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და წარმატებული გახდეს“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50-დღიანი ვადა მისცა. გუშინ, 28 ივლისს, ტრამპმა ეს ვადა 10-12 დღემდე შეამცირა, რადგან თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.

იტვირთბა....