ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ 50-დღიანი ვადა შევამცირო” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა. მან ამისთვის 50 დღიანი ვადა მისცა, წინააღდეგ შემთხვევაში ტრამპი რუსეთს სანქციების დაწესებით ემუქრებოდა.

დონალდ ტრამპის თქმით, იგი რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია, ამიტომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას შეამცირებს.

მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მასთან ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში, და კლავს უამრავ ადამიანს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან, ყველგან გვამები ყრია… ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით, მე ვაპირებ ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება შემდეგ“ – განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი იუწყება, პუტინისთვის ახალი ვადა 10-12 დღე იქნება, რომლის ათვლაც დღეიდან დაიწყება.

მე ვაპირებ ახალ ვადა დავაწესო, დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღის განმავლობაში. ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. იყო 50 დღე, მინდოდა გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს” – ამბობს ტრამპი თავის განცხადებაში.

იტვირთბა....