ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე დიდი რაოდენობით თანხის, 1 333 728 ლარის გაფლანგვა და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი”.

იტვირთბა....