ჯო უილსონი სოციალურ ქსელში აზიარებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” დელეგაცია ჩინეთში შეხვედრას მართავს და წერს, რომ “ოცნება” კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს”.
ასევე, უილსონი წერს, რომ MEGOBARI act-ი საჭიროა, რათა ქართველებს ძნელად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს.
ანტიამერიკული პარტია “ქართული ოცნება” კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, რომელსაც ახასიათებს, როგორც “ზესახელმწიფოს, რომელსაც უნდა მიბაძო”. MEGOBARI act-ი საჭიროა, რათა აშშ-მა შუა დერეფნით ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა შეინარჩუნოს და ქართველებს ძნელად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს,” – წერს უილსონი.

