ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა – აღნიშნულის შესახებ “როიტერი“ წერს.
მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული პაუზა ყოველდღიურად, დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰუმანიტარული დერეფნების მოსაწყობად საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

