თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი, რომლებიც პოლიციამ 24 ივლისს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს.
აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული წესით, 17 პირი დააკავეს.

