ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში“ – კირ სტარმერი

Reuters-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.“

„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამაში ცალსახა ვარ, მაგრამ ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტით და პალესტინელებისა და ისრაელებისთვის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება“, – აღნიშნა სტარმერმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....