ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველო ევროპისა და აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებ საინტერესოა. ის რუსეთის ორბიტაზეა გადართული” – მეთიუ ბრაიზა

საქართველო ევროპისა და აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესოა. რუსეთის ორბიტაზეა გადართული. ის აღარ განიხილება ევროპული ოჯახის წევრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მეთიუ ბრაიზის თქმით, საქართველო კრიზისშია. ის აღარ არის, რაც იყო.

„რაც შეეხება საქართველოს, ის კრიზისშია. საქართველო ის აღარ არის, რაც იყო. ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ მიდის. ის გაჭედილია და ეს რუსეთის ჩანაფიქრით ხდება, რა თქმა უნდა, თბილისში ზოგიერთი ადამიანის დიდი დახმარებით. საქართველო ისედაც სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. ის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე არ დგას. ის აღარ განიხილება ტრანსატლანტიკური ოჯახის ნორმალურ წევრად ან თუნდაც ევროპული ოჯახის წევრად. მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ამ ასოცირების ძალისხმევას.
საქართველო ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულიად არის გათიშული და რუსეთის ორბიტაზეა გადართული.
საქართველოს მთავრობა მოსკოვის მარიონეტია. არავის სურს ასეთ მთავრობასთან ურთიერთობა. მას არ ენდობიან. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში ასეთ ვითარებაში? არავინ.

საქართველო დაღმავალ სპირალშია. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ქართველების მიღწევების დიდი ნაწილი იმსხვრევა. მისი აღდგენა ძალიან რთულია, განადგურება ძალიან ადვილი“,– განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

იტვირთბა....