ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გახარიამ და “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს დაუდგეს სპექტაკლი. პირველი არის ის, რომ “ოცნება” გახარიას ჩაგრავს და მეორე ის, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას იძიებს” – ბესიკ დონაძე

“საგამოძიებო კომისია” ჩორჩანას საგუშაგოს თემას იძიებს, სადაც განიხილება სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” “კოალიცია-ცვლილებისთვის” წევრს, ბესიკ დონაძეს დაუკავშირდა.

როგორც ბესიკ დონაძემ განაცხადა, ჩორჩანას საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და ამ თემაზე დაბრუნება აბსურდია.

მისივე თქმით, ეს არის პროპაგანდული თემა და ზუსტად ასეთივე იყო “გარეჯი საქართველოას” საკითხი.

“საქმეს, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო, ვინც არ უნდა მოიყვანო, როგორ უნდა დაკითხო?
თვითონ გახარიამ, რომელმაც გრიფით საიდუმლი დაადო ამ დოკუმენტებს, რატომ არ განუმარტა კომისიას და რატომ არ უთხრა, რომ საქმეს ადევს გირფით საიდუმლო და შესაბამისად ვერაფერზე ვერ ილაპარაკებდა.

გახარიამ და “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს დაუდგეს სპექტაკლი. პირველი არის ის, რომ “ქართული ოცნება” გახარიას ჩაგრავს და მეორე ის, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას იძიებს.
ორივე მხარემ კარგად იცის, რომ აღნიშნულ თემაზე ვერ ილაპარაკებენ, რადგან ეს არის სახელმწიფო საიდუმლოებაში.

თუ პოლიტიკური შეფასებები უნდა აკეთო, საქმეს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს და არ იცი ამ საქმის მიზანშეწონილობა, არ იცი სუს-ის დასკვნა და თავდაცაცვის სამინისტროს პოზიცია, როგორ პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებ ამაზე?
ეს არის პროპაგანდული თემა და ზუსტად ასეთივე იყო “გარეჯი საქართველოას” საკითხი.
ის, რომ გახარია გაქცეულია იმიტომ, რომ მასზე საქმე აღძრეს, სავსებით აბსურდულია.

გახარიას ბრძანებით რომ გაიხსნა ჩორჩანა, ამის თქმაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს არის საიდუმლოება.
ამ საქმით რა უნდა გააკეთოს ოცნებამ არ ვიცი. ვინც ამ საქმის დეტალები იცის, ამაზე არ ისაუბრებს.
ყველაფერს, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს და აკეთებს, მათ შორის გახარიას საკითხიც, არის ბლეფი და ამომრჩევლის მოტყუება.
ქადაგიშვილმა გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ გრიფით საიდუმლო რაც არის, იმას არ ვასაჯაროვებთო და თუ არ ასაჯაროვებენ, მაშინ რას იძიებენ? ეს არანაირ ლოგიკაში არ ზის.” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

იტვირთბა....