ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თბილისის მერია თვალჭრელიძის მაცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას” – პარტია “გახარია საქართველოსთვის”

თვალჭრელიძის N1-ში 120-ზე მეტი ოჯახი ორი წელია უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მათ შორის არიან დედები, ბავშვები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები. თბილისის მერია და სხვა პასუხისმგებელი უწყებები თვალჭრელიძის მაცხოვრებლებს განსხვავებულ ალტერტნატივას არ სთავაზობს და ავარიული შენობიდან გამოსახლებისკენ მოუწოდებენ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “ოცნებისთვის” კორუფციულმა ინტერესებმა გადაწონა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

თვალჭრელიძის №1-ში უკვე ორ წელია 120-ზე მეტი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი გადარჩენისთვის იბრძვის. მათ შორის არიან მრავალშვილიანი დედები, ბავშვები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სახელმწიფომ ალტერნატივა არ შესთავაზა – მხოლოდ მიტოვებული შენობა, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველდღიურობა გახდა.
ამ ადამიანებმა საკუთარი ძალებით, მიტოვებულ შენობაში საცხოვრებელი მინიმალური პირობები თავად შექმნეს, თუმცა ახლა თბილისის მერია და სხვა პასუხისმგებელი უწყებები ძალადობრივი გზით ცდილობენ მათ გამოყვანას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფო ინსტიტუტების გულგრილობას და ბოროტად გამოყენებულ ძალაუფლებას.
თბილისის მერია თვალჭრელიძის მაცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას. მერიამ არც ერთხელ არ სცადა მოსახლეობასთან დალაპარაკება, არ სცადა მოლაპარაკება მეპატრონესთან. არ ყოფილა არცერთი მცდელობა მედიაციის პროცესის დაწყებისა, რასაც თავად მაცხოვრებლებიც ადასტურებენ” – ნათქვამია პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს, თუმცა აქ მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიული არ არის და მის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

იტვირთბა....