ანა დოლიძის პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია.
“პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია.
[…]დროისა და რესურსების დახარჯვა იმაზე, რომ სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია. ხალხმა ისედაც ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად — უსამართლობა. ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება. ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.” – განაცხადა ანა დოლიძემ.

