სტამბოლში დღეს, 23 ივლისს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება. წინა ორი მოლაპარაკება, 16 მაისსა და 2 ივნისს გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორშაბათს, უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელთან, რუსტემ უმეროვთან თურქეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა. ზელენსკიმ ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შესთავაზა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთს “მკაცრი” სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და კიევი 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყველიტლებას არ მიღებდნენ.
“ორშაბათს, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან, რუსტემ უმეროვთან ტყვეების გაცვლისთვის მზადებაზე და რუსულ მხარესთან თურქეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე ვისაუბრე. უმეროვმა მაცნობა, რომ შეხვედრა ოთხშაბათისთვის არის ჩანიშნული” – განაცხადა ზელენსკიმ.

