ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელენე ხოშტარიას და პარტია “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

აღსრულების ბიურომ ელენე ხოშტარიას და პარტია „დროას“ ანგარიშებზე ყადაღა დაადო.

ოფიციალური ვერსიით, ელენე ხოსტარიას სასამართლოს ჯარიმები, პარტიას კი 4 წლის წინანდელი 50 ლარიანი ბაჟის გადაუხდელობა არ აპატიეს.

აღსრულების ბიურომ პარტიის ანგარიშებს ყადაღა ისე დაადო, რომ წინასწარ არც დამფუძნებელი და არც იურისტები გაუფრთხილებიათ. დღეს ამბობენ, რომ ყადაღის მიზეზი 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

ირკვევა, რომ პარტია “დროამ” წინა საპარლამენტო არჩევნებზე ნაძალადევის ოლქში, აღმოჩენილი დარღვევა სასამართლოში გაასაჩივრა, ბაჟის საფასური 50 ლარი კი არ გადაუხდიათ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რეჟიმს სრულ ბოიკოტს უცხადებს არც ჯარიმებს გადაიხდის და არც სასამართლოში მივა. ამის გამო, არ არის გამორიცხული, “ოცნებამ” კოალიცია ცვლილეებბისთვის ლიდერის პირადი ან პარტიის საკუთრება აუქციონზე გაიტანოს.

პარტიაში ჩხრეკაზე გასული წლის 4 დეკემბერს იყვნენ შესული. მაშინ “დროადან” წაიღეს ყველაფერი, რაც კანონსაწინააღმდეგოდ გასაღდა, თუმცა დალუქულ პაკეტებს შორის იყო საკანცელარიო ნივთებიც.

იტვირთბა....