ირანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება მიიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონსულტაციები მათი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გრძელდება. ქვეყანა, სადაც მომავალ კვირას შესაძლოა მოლაპარაკებები ჩატარდეს, ჯერ არ არის განსაზღვრული“ – იტყობინება Tasnim ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

