ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე.
„ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანურად ჩემთვის სამწუხაროა რაც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

