დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის საერთო სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 3 დანაყოფს და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს როგორც უკრაინაში, ისე 2018 წელს საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის.
სანქცირებულები არიან: GRU-ს ხელმძღვანელი პირები: დიმიტრი მიხაილოვი, ალექსეი მორენეცი, სერგეი მორგაჩოვი, ვიქტორ ნეტიკშო, ევგენი სერებრიაკოვი, იური შიკოლენკო.
ასევე სანქცირებულები არიან ალექსეი ლუკაშევი, ივან ერმაკოვი და GRU-ს 26165-ე დანაყოფი. მათი სანქცირება უკავშირდება იულია სკრიპალის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე თავდასხმას 2013 წელს.
არსებული ინფორმაციით, GRU-ს ქვედანაყოფმა 74455 2018 წელს მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელა საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მაუწყებლების ვებგვერდებზე.

