ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.
თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია აღნიშნული, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.
კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას.
თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.

