ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტიის მიზანია, საქართველო ჩაითრიონ დასავლეთის ალტერნატიულ საბანკო სისტემაში” – რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკში ჩინური დელეგაციის ვიზიტზე

ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტიის მიზანია, საქართველო ჩაითრიონ დასავლეთის ალტერნატიულ საბანკო სისტემაში. ხელისუფლება აფასებს რისკებს, რომ შეიძლება SWIFT-დან გაითიშონ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტის ვიზიტზე, “მეტრონომთან” განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძე განმარტავს, ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის დელეგაციის ვიზიტი და მოლაპარაკებების გამართვა “სვიფტიდან” გათიშვის რეალურ რისკებზე მიუთითებს.

ეს არის SWIFT-ის ალტერნატივა. ხელისუფლება აფასებს რისკებს, რომ შეიძლება SWIFT-დან გაითიშონ და ალტერნატივებს ეძებენ ჩინურის სახით, რომელიც შექნილია ირანის, რუსეთის და მსგავსი ქვეყნებისათვის საქნციების ასარიდებლად და ჩინეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად. 

ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტიის მიზანია, საქართველო ჩაითრიონ  დასავლეთის ალტერნატიულ საბანკო სისტემაში. აქ ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ჩინური ფულით და ძალიან სასცილოა ის, რომ მათ უნდათ, დოლარი ჩინურმა ფულმა ჩაანაცვლოს. 

თუ “სვიფტიდან” გაგვთიშვენ, გაითიშება მთელი ჩვენი ექსპორტ-იმპორტი. ვერც ფული გადმოირიცხება, მათ შორის, ჩვენი ემიგრანტების მიერ. “სვიფტიდან” გათიშვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ნიშნავს, ქვეყანა გაჩერდება.

 ქვეყნის ამ კუთხით გააქტიურება, რაც რუსეთმაც გაიარა და ამ ანგარიშსწორებას იყენებენ რუსული ბანკებიც, მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო კიდევ უფრო აღრმავებს კონფრონტაციას დასავლეთთან.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....