“ტვ ფორმულას” ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმეგ ძალადობასა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროა ევროკავშირმა “მკაფიო პოზიცია დაიჭიროს” და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში.
„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური შევიწროება აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს და რეაგირება მოახდინოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განუცხადეს “ფორმულას” ესტონეთის საგარეო უწყებაში.
როგორც ესტონეთის საგარეო აცხადებს, თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეთამხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, უვიზო რეჟიმი უნდა შეუჩერდეს.

