ევროკავშირმა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის კიდევ 9 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
ევროკავშირმა დაასანქცირა „რუსეთის სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ქსელი“ და მისი დირექტორი ანდრეი რომანჩენკო. ასევე, ამავე ქსელის წარმომადგენელი ვლადიმირ ნაიდენოვი.
გარდა ამისა, დასანქცირებული არიან რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის ძალების სარდალი, გენერალი იური ლასტოჩკინი, რუსეთის ბალტიის ფლოტის რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ვიტალი კულიკოვი.
მათ ბრალად ედებათ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ნავიგაციის გლობალური თანამგზავრული სისტემის სიგნალების ჩახშობაში.
საქნცირებულთა შორის ასევე არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში პრორუსული შინაარსის მასალებს ავრცლებდნენ.
დესტაბილიზაციის მცდელობისთვის ევროკავშირს 47 ფიზიკური და 15 იურიდიული პირისთვის აქვს სანქციები დაწესებული.

