ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა იცვლება

უკრაინაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა იცვლება – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა.

მისი თქმით, სვირიდენკოს შესთავაზა მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და თავისი გამოცდილება გამოიყენოს უკრაინული წარმოების მხარდასაჭერად.

იულია სვირიდენკო უკრაინის ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია 2021 წლის ნოემბრიდან.

რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

როგორც ცნობილია, ზელენსკიმ მოქმედ პრემიერს, დენის შმიჰალს თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა. შმიჰალი უკრაინის პრემიერ-მინისტრია 2020 წლის მარტიდან.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტისგან საკმარისი მხარდაჭერა ექნება.

იტვირთბა....