საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ბრიუსელიდან გამოუგზავნეს წერილი, სადაც საუბარია რიგ პირობებზე, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს. პირობების არ შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება.
როგორც რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორმა და ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, კაია კალასის წერილის დედლაინი 31 აგვისტოა.

