ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა – აღნიშნულის შესახებ Yonhap-ის სააგენტო სამხრეთ კორეის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
„თუ 152 მმ-იანი ჭურვების მიხედვით გამოვთვლით, მაშინ (მიწოდებული ჭურვების რაოდენობამ) სავარაუდოდ 12 მილიონს გადააჭარბა“ – იტყობინება დაზვერვის უწყება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ფხენიანმა რუსეთში დაახლოებით 13 000 ჯარისკაცი გაგზავნა. მანამდე სამხრეთ კორეის დაზვერვა იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთი კორეა, სავარაუდოდ, დამატებით ჯარებს ივლისში ან აგვისტოში გაგზავნიდა.

