მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.
„მსგავსი განცხადებები საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს. ეს წერილი ერთგვარად გადაფარავს იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა და იმასთან დაკავშირებით იყო მიმართული, რომ თვითმმართველობის არჩევნებს საფრთხე არაფერმა შეუქმნას და მასთან დაკავშირებით რაიმე შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობდეს – თუკი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ მნიშვნელოვანია.
განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და აპელირებას არჩევნებზე აკეთებს და მას სამართლებრივ პროცესებს უკავშირებს, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივები გავრცელდეს და გამყარდეს“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ „ქართუო ოცნებას“, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

